ისტორია და ღირსშესანიშნაობანი

ისტორია და ღირსშესანიშნაობანი

აბასთუმანი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უიშვიათესი  კურორტია, რომელიც  ზღვის დონიდან 1270-1345მ სიმაღლეზე მდინარე ოცხის ხეობაში მდებარეობს.

აბასთუმანს IX-X საუკუნეებში “ოძრხედ” მოიხსენიებდენენ, შუა საუკუნეებში “ოცხედ“ XIX ს-ის 70-იან წლებიდან კი დამკვიდრდა დღევანდელი სახელწოდება“აბასთუმანი”.

ისეთი ისტორიული ძეგლები როგორიცაა: “თამარის ციხე” და „თამარის ხიდი.“ ადასტურებს რომ აქ ყოფილა თამარ მეფის რეზიდენცია.

აბასთუმნის უნიკალური თვისებების გამო მე-18 საუკუნის მიწურულს აქ სამკურნალოდ ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორის ძმა გიორგი.

მეფისწულის ბრძანებით აბასთუმანში აშენდა დიდებული სასახლე, თერმული წყლების აბანოს კომპლექსი, წმ.ალექსანდრე ნეველის ეკლესია და მრავალი უნიკალური შენობა ნაგებობა.

მეფისწულს თან ახლდა მისი აღმზრდელი, პეტერბურგის უნივერსიტეტის ას-
ტრონომიის პროფესორი ს.პ.გლაზენაპიც, სწორედ მან შეამჩნია აბასთუმნის
ასტროკლიმატის ძალზე მაღალი ხარისხი რის შემდეგაც დაიწყო ობსერვატორიის მშენებლობა.

1932 წელს დაარსდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც საბოლოოდ
1937 წელს, მთა ყანობილზე, 1700 მეტრის სიმაღლეზე, იქნა გატანილი.